შეგახსენებთ, კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა 25 ივლისს ჩატარდება!

კომაროვის სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში მისაღები გამოცდა   25 ივლისს ჩატარდება.

 

ტესტირებაზე რეგისტრაცია - 08:00 საათიდან დაიწყება;

ტესტირება დაიწყება: 09:00 საათზე.

 

გამოცდის ჩატარების ადგილი: სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა (მისამართი: ვაჟა-ფშაველას N49).

 

გამოცდაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს:

·         საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, წყალი (სასურველია პლასტმასის ბოთლით).

·         აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი  (ან აიდი ბარათი, ან პასპორტი, ან სკოლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობა).

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის. 


მე-9, მე-10, მე-11 კლასში მისაღები გამოცდა  ჩატარდება მათემატიკასა და ფიზიკაში.

ტესტში  გაერთიანებული იქნება ფიზიკისა და მათემატიკის  საკითხები.

მე-9, მე-10 და მე - 11 კლასებში მისაღებ ფიზიკისა და მათემატიკის საგამოცდო ტესტში იქნება 30 დახურბოლოიანი საკითხი:

პირველი 12 საკითხი იქნება ფიზიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

მომდევნო 12 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და თითოეული შეფასდება 2 ქულით.

ბოლო 6 საკითხი იქნება მათემატიკის პროგრამიდან, 6 სავარაუდო პასუხით და შეფასდება 2.1, 2.2, 2.3, 2.4, 2.5 და 2.6 ქულებით.

ინფორმაცია რამდენი ქულით შეფასდება საკითხი მითითებული იქნება ტესტში.

ტესტის მაქსიმალური ქულა: 62.1

საგამოცდო დრო: 3 საათი

საკონკურსო პირობები

მე-9 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 27  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით 27-   შედეგის მქონე მოსწავლეს. თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც;

მე-10 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე 5    მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-5  შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც;

მე-11 კლასში მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე  2  მოსწავლე, აგრეთვე ის მოსწავლე, რომელსაც ექნება იგივე ქულა, რაც რეიტინგით მე-შედეგის მქონე მოსწავლეს, თუ ამ პირობასთან ერთად მოსწავლე დააგროვებს ტესტის მაქსიმალური ქულის 55%-ს მაინც.

 

გაითვალისწინეთ:

მიუხედავად საკონკურსო პირობების დაძლევისა, მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას 

მიღებაზე, თუ სკოლიდან წარმოდგენილ დახასიათებაში არ გამოიკვეთება, რომ 

2024-25 სასწავლო წელს მოსწავლეს არ ჰქონდა დისციპლინური გადაცდომები.

 

სკოლაში არ მიიღება მოსწავლე (არ ეხება იმ მოსწავლეს, რომელიც 2024-25 სასწავლო წელს სწავლობდა კომაროვის სკოლაში), რომელსაც მათემატიკისა და 

ფიზიკის წლიური ნიშანი  იქნება 7 ან ნაკლები, ხოლო სხვა რომელიმე საგანში ექნება 5.

 

მოსწავლემ, რომელმაც 2024-2025 სასწავლო წელს დაძლია კონკრეტული კლასი, იმავე კლასში მისაღებ გამოცდაზე არ დაიშვება.

 

სკოლაში არ მიიღება მოსწავლე, რომელმაც სხვადასხვა დროს ორჯერ ვერ დაძლია 

კომაროვის სკოლის კლასიდან კლასში გადასვლის ბარიერი.

 

კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!

 


ზემოთ